საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რწმუნებულს ანდრჟეი ჩაშკოვსკის შეხვდა
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები; კერძოდ, „აღმოსავლეთ პარნტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობით მიღწეული პროგრესი და არსებული პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა 2013 წელს ვილნიუსში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი; ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩათვლით, მიმდინარე მოლაპარაკებები; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სავიზო დიალოგის მიმდინარეობა.