"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა "ქართული ოცნების" მხრიდან დემოკრატიული არჩევნების ჩაშლის მცდელობაზე განაცხადა. მისი თქმით, გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების, საჯარო მოხელეების და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებულ კანდიდატების დაშინება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა.
"ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებულ კანდიდატ რონალდ ახალაიას, ყოფილი "მხედრიონის" წარმომადგენელი თემურ გერგაია პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრა. ასევე, წუხელ ნინოწმინდას "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი ჯუმბერ გელაშვილი პირადად შეხვდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სეირან კურეგიანს, ჩამოართვა მას ტელეფონი და დაემუქრა, თუ იგი არ დაარღვევდა კანონს და არ გააუქმებდა ნინოწმინდის ოლქის შედეგებს", - განაცხადა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ გარდაბანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე ხალხს მოუწოდებს შეკრებისკენ საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მიზნით.