"არ მინდა და არც ვაპირებ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას მივმართო", _ აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "Forbes"-თვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშმნავს, რომ რადგანაც "მან შეძლო და დამარცხება აღიარა, ეს მისი მხრიდან გმირობის ტოლფასია - მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა".
"შესაბამისად, მან შეძლო ნაწილობრივ სახის შენარჩუნება, მაგრამ მთავარია ის, რომ ეს კარგია ჩვენი ქვეყნისათვის და მომავალი დემოკრატიისათვის, მომავალში, რომ არ მოგვიწიოს რევოლუციების მოწყობა", _ აცხადებს ივანიშვილი.
ამასთან ერთად, კოალიციის ლიდერი აღნიშნავს, რომ კოალიცია სააკაშვილთან მუშაობას შეეცდება.
"ჩვენ ყვენანაირად ვეცდებით, რომ მასთან ვიმუშავოთ, თუ რა თქმა უნდა ის ამის გაკეთებას შეძლებს. მის გადადგომაზე საუბრისას კონსტიტუციური კოლიზიის შესაძლო გახსნა ვიგულისხმე, ორხელისუფლებიანობა რომ არ ყოფილიყო. თუმცა ეს არ არის შეთავაზება და მით უფრო არც ულტიმარუმი, თუმცა მართლაც და ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა",_ აცხადებს ივანიშვილი.