ბათუმს ახალი მერი ჰყავს. ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის თანამდებობაზე დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ჯემალ ანანიძე, დღემდე ბათუმის მერის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა მანამდე ბათუმის ვიცე-მერისა და მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ჯემალ ანანიძე წლების განმავლობაში მუშაობდა ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
ცნობისათვის, ბათუმის მერის პოსტზე ჯემალ ანანიძემ რობერტ ჩხაიძე შეცვალა, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის მოტივით თანამდებობა დატოვა. რობერტ ჩხაიძემ მართალია უმაღლეს საბჭოში როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ვერ მოხვდა, მიუხედავად ამისა ის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი მაინც იქნება, რადგანაც "ნაციონალური მოძრაობის" სიაში ის რიგით პირველი ნომერი და სავარაუდოდ, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც გახდებოდა.