ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიტიკური კრიზისის შექმნა ხელსაყრელი არ უნდა იყოს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ კრიზის შექმნის, ხალხის პროტესტს მიიღებს.
,,არა მგონი, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური კრიზისი შექმნას, რადგან ცალსახაა, რომ უმრავლესობა ,,ქართული ოცნების" მხარესაა. კრიზისი, რომ შექმნან და პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს, მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ექვსი თვის შემდეგ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დააბრუნებს. Pპარლამენტის დათხოვა კონსტიტუციურად, სამართლებრივად შესაძლებელია, მაგრამ ამის რესურსი არ გაჩნიათ, რადგან ხალხის მასიურ პროტესტსა და მღელვარებას მიიღებენ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ,,ნაცმოძრაობისთვის" პოლიტიკური კრიზისის შექმნა არახელსაყრელია.
,,ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიტიკური კრიზისის შექმნა ხელსაყრელი არ უნდა იყოს, რადგან საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ, რომ იბრძვიან არა პოლიტიკური პროგრამის განსახორციელებლად, არამედ ხელისუფლების შესანარჩუნებლად", _განაცხადა კობახიძემ.