ჩვენ ყველა შეცდომის გააზრებას და აქტიური ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ, - - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, რაც უფრო მალე დატოვებს სააკაშვილი თანამდებობას, უკეთესი იქნება.
გიორგი თარგამაძე იმედ გამოთქვამს რომ მ ეს არ იქნება ბოლო პრეცედენტი, როდესაც მოსახლოება თავისუფლად შეძლებს საკუთარი ნების გამოხატვას.
ჩვენ უკმაყოფილო ვართ პარტიული შედეგებით, თუმცა ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები", - განაცხადა თარგამაძემ და პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს მადლობა გადაუხადა.
"საზოგადოებას შოკურ მდგომარეობაში მოუწია გადაწყვეტილების მიღება. პოლარიზაციას მოჰყვა შედეგად ისიც, რომ ჩვენმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა. თუმცა, ჩვენ ყველა შეცდომის გააზრებას და აქტიური ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ", - განაცხადა თარგამაძემ.