ჩვენ გაუმართლებლად მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს, - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, რაც უფრო მალე დატოვებს სააკაშვილი თანამდებობას, უკეთესი იქნება.
მისივე თქმით, მთავარი მიზანი, რომ საქართველოში მშვიდობიანად დასრულებულიყო არჩევნები და ხელისუფლება დემოკრატიულად შეცვლილიყო, თითქმის მიღწეულია.
"ამ არჩევნებით არაფერი დასრულებულა და ახლა იწყება რეალური ბრძოლა პარტიებს შორის. გადავდივართ ჩვენი მისიის ძირითად ნაწილზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ეკონომიკის ზრდისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზას", - აღნიშნა თარგამაძემ.