,ჩვენი გუნდიდან პარლამენტის დატოვება და მთავრობაში წამოსვლა ბევრს მოუწევს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, მთავრობის დასაკომპლექტებლად კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
,,მთავრობის დაკომპლექტების პროექტი მხოლოდ მე, ჩემთვის მაქვს და არავისთვის გამიზიარებია. Uუახლოეს დღეებში განხილვას დავიწყებთ. Mმე გამაჩნია მხოლოდ პროექტი და არა გადაწყვეტილება. Pპროექტს, რომელსაც გუნდის წევრებს შევუთანხმებ და ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ", _განაცხადა ივანიშვილმა.