ხვალ, 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", კოალაცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართება და "ქართული ოცნების" ლიდერი ბიზნესმენებისგან ბიზნესქტორში არსებული ვითარებასა და პრობლემებზე მოისმენს ინფორმაციას. იმავდროულად ბიძინა ივანიშვილი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, "ქართული ოცნმების" სამომავლო ხედვებს გააცნობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით გარკვეულ "მესიჯებს" გააღჟერებს.