"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს, საოლქო-საარჩევნო კომისიებთან აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"ქალაქში არ წყდება ყოფილი ოპოზიციის და ჩვენი მხარდამჭერების გამოსვლები. დღეს ჩვენ ოპოზიციაში აღარ ვართ, ხელისუფლებას წარმოვადგენთ და, როგორც წესი, ოპოზიცია გამოდის ქუჩებში აქციით. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ყოველგვარი აქციები შევწყვიტოთ, გადავინაცვლოთ შენობებში, სასამართლოში, პარლამენტში და ყველა გაუგებრობა იქ გადავწყვიტოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.