ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ მისთვის რაიმეს თანამდებობის შეთავაზებას, - განაცხადა, - განაცხადა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ბურჯანაძე არ წარმოადგენს "ქართულ ოცნებას".
"თანამშრომლობა ნებისმიერ ადამიანთან არის შესაძლებელი, მაგრამ ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ მისთვის რაიმეს თანამდებობის შეთავაზებას. მიუხედავად იმისა, რომ მან ბოლო პერიოდში მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ეს ჩვეულებრივი ამბავია. პოლიტიკური ძალა, როდესაც მოდის ხელისუფლებაში, ის გუნდური პრინციპით იწყებს მოქმედებას. მე პირადად ბურჯანაძის მონაწილეობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამორიცხულად მიმაჩნია", - აცხადებს ხუხაშვილი