ამ ეტაპზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების 99.59%-ის შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვით, 54.92% ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებამ" მიიღო, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი მხარი ამომრჩეველთა 43.85%-მა დაუჭირა.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, - ქვეყნის 38 ოლქში, წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდრობენ, 35 ოლქში კი ხმათა უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მიიღეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კი წინასწარი მონაცემები ასე გადანაწილდა - 55% "ქართული ოცნება", 40.27% კი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
არსებული მონაცემებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ამ ორი საარჩევნო სუბიექტის გარდა ვერავინ გადალახა.