ხვალ, 4 ოქტომბერს, 10 საათიდან 16 საათამდე, მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება. შეზღუდვა შეეხება მელიქიშვილის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. დროის ამავე მონაკვეთში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ჭავჭავაძის გამზირის და ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ; გორგასლის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს
11 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ისნის რაიონის ნაწილს.შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მოსკოვის გამზირის და ქეთევან წამებულის ქუჩის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება ჩუღურეთის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება მნათობის, ბაგრატიონის, დავითაშვილის, ახალი არსენალის, სააკაძის, ლამის, გუმათის და ჩეჩელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.