საქართველოს მთავრობის ეკონომიკური დარგის მინისტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ და ვადაზე ადრე თანამდებობიდან წასვლას არ აპირებენ. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
"მინისტრი თანამდებობაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და მასთან აღნიშნული საკითხი არც კი განმიხილავს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ვახტან ბალავაძე საკუთარ თანამდებობას ინარჩუნებს და მთავრობის ახალი გუნდის დაკომპლექტებას დაელოდება.
რაც შეეხება ბალავაძის სამომავლო გეგმებს, სამინისტროში ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ფინანსთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ალექსანდრე ხეთაგურის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
შეგახსენებთ, "ვერც ერთი მინისტრი ვერ შეინარჩუნებს თანამდებობას", - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის ოფისში გამართულ პრეკონფერენციაზე.
მისი თქმით, მინისტრის მოადგილეების საკითხიც გასარკვევია.
"ვერც ერთ მინისტრი ვერ გხდება ჩვენი გუნდი წევრი, მათ შორის - მერაბიშვილი", - განაცხადა ივანიშვილმა.