მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს ხმების დათვლის პროცედურების შესახებ, - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკო-ში შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით გოფიმ.
მისი თქმით, აუცილებელია, კანონის უზენაესობის დაცვა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს ხმების დათვლის პროცედურების შესახებ. არ უნდა იყოს კანონდარღვევები და სწორედ ამ მიზნით ვართ ჩვენ აქ", - განაცხადა ელჩმა.