რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს.
"არჩევნების შედეგებს განვიხილავთ როგორც შეფასებას ამომრჩევლების მიერ სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობისა, ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და ასევე ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პოლიტიკისა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთოების საკითხებთან მიმართებაში", _ ნათქვმია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მათი განცხადებით, ცხადია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ცვლილებებს მისცა ხმა.
"მიგვაჩნია, რომ საბოლოო ჯამში ისინი მისცემს საშუალებას საქართველოს, დაიწყოს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაცია და კონსტრუქციული და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების დამყარება. რუსეთში, რა თქმა უნდა, მდგომარეობის ასეთ განვითარებას მიესალმებიან", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.