"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა.
"თუ საჭიროა, პრეზიდენტს შევხვდები, რატომაც არა, მაგრამ ყველაფერი იქნება გახსნილად და საჯაროდ. არც ერთი შეხვედრა არ მოხდება ისე, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს", _ განაცხადა ივანიშვილმა.