,,არავინ არაფერი არ იცის გარდა იმისა, რომ მე ვიქნები პრემიერ-მინისტრი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, კოალიციის ლიდერებთან მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე არ უსაუბრია.
,,შეხვედრაზე საუბარი გვქონდა არა იმდენად მთავრობის დაკომპლექტებაზე უფრო მეტად ჩემს ვიზიტებზე. დღეს დილით ამერიკის ელჩიც გახლდათ ჩემთან შეხვედრა გვქონდა", _განაცხადა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოფიციალური მოწვევა ვაშინგტონიდან მიიღო.
,,ოფიციალური მოწვევა მივიღე ვაშინგტონისგან, ძალიან ბევრი მელოდებიან. ჩემს ჯგუფთან მხოლოდ ამის შესახებ მქონდა საუბარი. შევათანხმე, რომ ჯერ არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. შიგნით გვაქვს ძალიან ბევრი საქმე მათ რიცხვში შედის მთავრობის დაკომპლექტება. ჯერ არცერთი რაუნდი არ გაგვივლია. Aარავინ არაფერი არ იცის გარდა იმისა, რომ მე ვიქნები პრემიერ-მინისტრი", _განაცხადა ივანიშვილმა.