"პირველი ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში მექნება", - განუცხადა ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
ის განცხადებით, მას პირველი ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში ექნება.
როგორც ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, იგი შეხვდა აშშ-ის ელჩს და ოფიციალური ვიზიტის შესახებ მოწვევა მიიღო.
"დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არა მთავრობის დაკომპლექტებაზე, არამედ ჩემს ვიზიტებზე იყო. მე ამერიკის ელჩისგან მივიღე ოფიციალური მოწვევა. ასევე იყვნენ მოსულნი სენატორები და მათგანაც მივიღე მოწვევები, თუმცა მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგამ მთავრობა გვაქვს დასაკომპლექტებელი. ქეთრინ ეშტონსაც ვესაუბრე, მაგრამ პირველი ვიზიტი ვაშიგტონში მექნება, რადგან ამერიკა ჩვენი მთავარი მოკავშირე და პარტნიორია", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "რუსეთიდან მოლოცვა არ ყოფილა".