კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით თავის განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს.
"რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრეს-კონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ ბევრ სირთულეს ქმნის და ამ ვითარებაში, შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგომა პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი იყოს. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ, საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.