კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე მისთვის ჯანდაცვის მინისტრის პოსტის შეთავაზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, შეხვედრაზე ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა და შემოთავაზების შემთხვევაში უარს იტყვის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
"ჯანდაცვის მინისტრის პოსტის შემოთავაზება არ ყოფილა და შემოთავაზების შემთხვევაშიც უარს ვიტყვი. დღეს დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას. მაგალითად ისეთი, თუ რა პროცედურები მიმდინარეობს ცესკოში. საუბარია 11 ოლქზე, სადაც ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, თუმცა ეს ფურცელზე არ არის გადატანილი. ეს არის ამ წუთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი", - აღნიშნა საგანელიძემ.