ევროკავშირის საგარეო უწყების კომისარი ქეთრინ ეშტონი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებენ და პარლამენტის ყველა დეპუტატს მოუწოდებენ იმუშაონ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, პირველი ოქტომბერს არჩევნების პოზიტიურად ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან დემოკრატიისადმი ერთგულებას.
,,ევროკავშირი ულოცავს ,,ქართული ოცნების" კოალიციას არჩევნებში გამარჯვებას. ახლა სიტყვით ქართველი ხალხი გამოვიდა. ახლა, როგორც პასუხისმგებელი ხელისუფლება ასევე კონსტრუქციული ოპოზიცია წარმოადგენენ დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების მნიშვნელოვან ნაწილს. მოვუწოდებთ, პარლამენტში არჩეულ თითოულ წარმომადგენელს იმუშაონ, ერთად საქართველოს ინტერესებისთვის. პირველი ოქტომბერს არჩევნების პოზიტიურად ჩატარება და ზოგადად ამომრჩევლის მაღალი აქტიობა ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან დემოკრატიისადმი ერთგულებას. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას", _ნათქვამია ერთობლივ განაცხადებაში.