უახლოეს დღეებში ახალი მთავრობა ეყოლება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასაც. აჭარის კონსტიტუციის თანახმად, უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევნის შემდეგ, საბჭო აჭარის მთავრობის მეთაურსა და მთლიანად მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ამტკიცებს.
უსკოს მონაცემებით, უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა "ქართული ოქნებას" უკავია. შესაბამისად, პრეზიდენტი ახალი უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტი, არც აჭარის შემთხვევაში აპირებს კრიზისის შექმნას და უმაღლეს საბჭოს "ქართული ოცნებისთვის" სასურველ კანდიდატურას წარუდგენს.