,,რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ქართველი ხალხის უპატივცემლობაა", _ განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ,,ქართული ოცნების" ლიდერის განცხადების კომენტირებისას.
,,რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ქართველი ხალხის უპატივცემლობაა. Eეს არის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უპატივცემლობა და დარღვევა. იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება მხოლოდ ერთ განცხადებად დარჩება და დარჩება მხოლოდ პოლიტიკური ნაკლებობით გამოწვეულ ემოციად", _განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომისა და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.