კვიპროსი ევროზონის დატოვებით იმუქრება. მმართველი მემარცხენე პარტია "აკელის" ხელმძღვანელის, ანდროს კიპრიანის განმარტებით, ქვეყანა ევროზონას დატოვებს, თუ ევროკომისია ფინანსური დახმარების გაცემაზე რთულ პირობებს წამოაყენებს.
აღსანიშნავია, რომ ივლისში რიგი ეკონომიკური პრობლემების გამო კვიპროსი იძულებული გახდა, ფინანსური დახმარება ევროკომისიისთვის ეთხოვა.