რუსეთის პრეზიდენტმა თავის ვენესუელელ კოლეგას შავი ტერიერის ლეკვი უსახსოვრა. ვლადიმერ პუტინის საჩუქარი, 3 თვის ლეკვი, უგო ჩავესს "როსნეფტის" პრეზიდენტმა იგორ სეჩინმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ შავი ტერიერის ძაღლი, რომელსაც "სტალინის ძაღლს" უწოდებენ, სსრკ-ში 50-იანი წლების დასაწყისში შეიყვანეს.