დღეს, 2 ოქტომბერს 15.45 საათზე ქორთიარდ მერიოტში, თბილისში (მისამართი თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება პოლონეთის პარლამენტის სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია, რომლის დროს წარდგენილი იქნება საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის წინასწარი რაპორტი.
ეს დამოუკიდებელი მისია საქართველოში იმყოფება ქართული მხარის მოწვევით. მისიის თავმჯდომარე მალგოჟატა გოშიევსკა 15 დეპუტატთან ერთად პერმანენტულად ხვდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საარჩევნო კომიტეტის,სახელმწიფო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დეპუტატები პირადად აკვირდებოდნენ საარჩევნო კამპანიას: აქციებს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის შეხვედრებს ხალხთან და ა.შ. არჩევნების დღეს პოლონელი დამკვირვებლები მონიტორინგს უწევდნენ საარჩევნო პროცესს, უბნის გახსნიდან ხმის დათვლამდე.
სადამკვირვებლო მისიაში, მალგოჟატა გოშიევსკას ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებდა ხუთი საპარლამენტო კლუბის წარმომადგენელი: ანდჟეი ადამჩიკი, მარეკ დომარაცკი, ანდჟეი დუდა, მიხალ იაროსი, მალგოჟატა მარცინკიევიჩი, ანნა პალუხი, პიოტრ პიზიკი, ელჟბიეტა რაძიშევსკა, ალჟბიეტა რაფალსკა, ანდჟეი რომანეკი, მალგოჟატა სეკულა-შმაიძინსკა, მიხალ შჩერბა, პიოტრ ვან დერ კოგენი, მარეკ ვოიტკოვსკი, იაცეკ ჟალეკი.
პარალელურად მონიტორინგს ახორციელებდა პოლონეთის 6-კაციან სენატორთა ჯგუფი: გრაჟინა შტარკი, ხელენა ხატკა, ალიცია ზაიაცი, მიეჩისლავ გილი, ანდჟეი მიზიოლეკი, ნორბერტ ობრიცკი.