შიდა ქართლის საარჩევნო ოლქების რამდენიმე უბანზე, შესაძლოა, არჩევნების შედეგები გაუქმდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ცესკო დღის განმავლობაში იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"საუბარია ხაშურის, გორისა და ქარელის რამდენიმე საარჩევნო უბანზე", - განაცხადა ხარატიშვილმა.