"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩილ გეგენავამ არჩევნებში დამარცხება აღიარა და "ქართული ოცნების" კანდიდატს ზაზა პაპუაშვილს გამარჯვება მიულოცა.
პაპუაშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, გეგენავა პაპუაშვილს პირადად დაუკავშირდა და წარმატებები უსურვა. "გეგენავამ პირადად დამირეკა და გამარჯვება მომილოცა. ადამიანურად დამელაპარაკა და მითხრა, ღმერთმა დაგლოცოთო", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დამარცხება "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიოტარობის კანდიდატმა გიორგი კარბელაშვილმაც აღიარა. ამასთან დაკავშირებით მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.