აჭარაში "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპპუტატობის კანდიდატმა, კოალიცია "ქართული ოცნებიდან", სულხან ღლონტმა განუცხადა.
"მთელი ბათუმი ქუჩაშია გამოსული. ასეთი რამ ამ ისტორიულ ქალაქს არ ახსოვს. ყველა გამარჯვებას ზეიმობს. წინასწარი მონაცმებით, თითქმის ყველა უბაზე იგებს "ქართული ოცნება", - განაცხადა სულხან ღლონტმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის მრავალწლიანი ბრძოლა ავტორიტარიზმის, თვითნებობისა და ადამიანის უფლებების არა თუ შელახვის, არამედ გათელვის, საქართველოს მოსახლეობის გამარჯვებით დასრულდა.
" ის რაც მოხდა, უნდა იყოს გაკვეთილი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უპირველასად უნდა იყოს ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ ნებისმიერი სიკეთე, რომელიც ადამიანს სჭირდება", - განაცხადა ღლონტმა.
მან მადლობა გადაუხადა აჭარის ამომრჩეველს და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობისთვის მიცემულ ყველა პირობას პირნათლად შეასრულებს.