"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კარბელაშვილმა დამარცხება აიაღარა. კარბელაშვილმა განცხადება ფეისბუქზე თავის გვერდზე გააკეთა:
"ჩემო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ, როგორც ახლობელ ადამიანებს და თანამებრძოლებს. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს გადამიხვევია იმ გზისთვის, რაც კარბელაშვილების გვარმა, ჩემმა დიდმა პაპებმა აირჩიეს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატი, მინისტრის მოადგილე თუ კომ
უნიკაციის მექანიკოსი. ჩემთვის ყველაზე ფასეული თქვენთან ერთად თანაცხოვრება, თქვენი სიყვარული და სიხარულია. ჩემი მიზანია, თქვენთან ერთად ვიბრძოლო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ დღეს მინდა ვთქვა - მე ვაღიარებ დამარცხებას, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ მეტი მონდომებით და ჟინით ვიბრძოლო ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოსთვის. ისეთი ქვეყნისთვის, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შვილების მომავალი წარმოუდგენია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩემს გვერდით იდგა და მინდა მათ ვუთხრა - ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის ახლა იწყება".
მასალის გამოყენების პირობები