"აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავით გამარჯვებაში, ეს გამარჯვება კიდევ უფრო გამიმტკიცდა მე პირადად დღეს, როდესაც ყველა რაიონში ვრეკავდი და ყველგან ერთი და იგივე შედეგი მხვდებოდა, სწორედ ეს შედეგი ასახა ეგზიტპოლმა, რომელიც ასევე საბოლოო შედეგებშიც აისახება დარწმუნებული ვარ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"ამაღამ ჯერ კიდევ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ და ხვალიდან უნდა დავიწყოთ ქვეყნის მშენებლობა", - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, ხვალიდან ძალაუფლებას რეალურად გადაიბარებს "ქართული ოცნება" და არამხოლოდ საკანონმდებლოს, არამედ აღმასრულებელსაც.
"ეგზიტპოლები სხვადასხვანაირია, მაგრამ თვით "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლშიც კი 11 თუ 12 პუნქტით ვუსწრებთ ნაციონალურ მოძრაობას. რაც შეეხება რეალურ ეგზიტპოლებს, ეს სხვაობა 30 პროცენტის ფარგლებში მერყეობს", - განაცხადა მან.