არჩევნების დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "მედია რუმს" გახსნის .
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, "მედია რუმში" ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი და 09:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.
"მედია რუმში" მიმდინარე საკითხებზე პარტიის სახელით განცხადებები გაკეთება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რისთვისაც აუცილებელია ჟურნალისტებს ჰქონდეთ არჩევნების სრულყოფილი გაშუქების შესაძლებლობა. არჩევნების დღეს, 20:00 საათის შემდეგ, ჩვენი პარტიის აქტივობების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავავრცელებთ", _ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.