აშშ-მა ჯულიან ასანჯი, რომელიც უკვე 100 დღეა ბრიტანეთის დედაქალაქში ეკვადორის საელჩოში იმყოფება, სახელმწიფოს მტრად აღიარა, ხოლო მის მიერ დაფუძნებული საიტი "WikiLeaks"-ი - ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთის შემცველად. ასე რომ, ამიერიდან მისი სტატუსი ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას" და მოძრაობა "თალიბანის" იდენტურია.
ავსტრიული გაზეთის "The Sydney Morning Herald" სწორედ ასე ახასიათებს ასანჯსა და მის ინტერნეტგვერდს აშშ-ის ხელისუფლება შიდა დოკუმენტაციაში.
თავად ასანჯი გაეროს გენერალური ასამბლეის წარმომადგენლების წინაშე ტელეხიდის მეშვეობით სიტყვით გამოვიდა. იგი ეკვადორის საელჩოდან ჩაერთო. მან ბარაკ ობამა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გააკრიტიკა.
ვიდეომიმართვაში, რომელიც ტელეარხმა "Russia Today"-მ ჩაიწერა, მან მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, თავი დაანებოს "WikiLeaks"-ის დევნას.