ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების პერსპექტივების სამწლიანი კვლევის შემდეგ, ეროვნული კვლევითი ცენტრის (NRC) კომისია მივია დასკვნამდე: სისტემა ვერ შეძლებს საიმედოდ დაიცვას აშშ და მისი მოკავშირეები ირანის მხრიდან მოსალოდნელი დარტყმისგან. NRC-მ თეთრ სახლს მისცა რეკომენდაცია უარი განაცხადოს ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საკვაძო ელემენტის SM-3 -ის პოლონეთში განლაგებისგან და ამის სანაცვლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე გამოყოს შესაბამისი ტერიტორია.
"ასეთ შემთხვევაში აშშ ათჯერ შეამცირებს მოსალოდნელ ხარჯებს და არ გააფუჭებს ურთიერთობას რუსეთთან" - წერს კომერსანტი ამერიკელ ექსპერტებზე დაყრდნობით.
პენტაგონის წყაროების ინფორმაციით, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება მიღებული.
მოსკოვში აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნა ჯერაც არ ნიშნავს,, რომ ეს კონგრესის ან თეთრი სახლის პოზიციაა.
"ჯერჯერობით ოპტიმიზმის მიზეზები არ არსებობს", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროში.