გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ხისტი განცხადება გააკეთა და რუსეთს განუცხადა, რომ მას ლაქად აქვს სირიელი ბავშვების სისხლი. ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლას არ მოუსმინა და დარბაზიდან გავიდა.
კემერონმა განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს დაღუპული პატარა ბავშვების სისხლი გაეროს რეპუტაციას საზარელ ლაქად დააჩნდა.
"და უპირველეს ყოვლისა ეს არის ლაქა მათზე ვინც უარი განაცხადა წინააღმდეგობა გაეწია ამ დანაშაულებებისათვის და ზოგ შემთხვევაში იცავდა კიდეც ასადის ტერორის რეჟიმს და ეხმარებოდა მას", _ განაცხადა კემერონმა.
ტელერადიოკომპანია "ბი-ბი-სის" კორესპონდენტმა ამ განცხადების კომენტირებისას პირდაპირ მიუთითა, რომ ბრიტანეთის პრემიერს მხედველობაში რუსეთი ჰყავდა.
კიდევ ერთი სკანდალი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს უკავშირდებოდა. ჰილარი კლინტონმა უშიშრობის საბჭოს სხდომაზე არ მოუსმინა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლას და მისი გამოსვლის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ადგა და დარბაზიდან გავიდა - ოფიციალურად მორიგ ორმხრივ შეხვედრაზე. ვინაიდან სხდომის ოქმი ადრევე იყო ცნობილი კლინტონს შეეძლო ის ორმხრივი შეხვედრა გადაედო, თუმცა მან ამის გაკეთება და ლავროვის მოსმენა არ ისურვა და დარბაზიდან გავიდა.