ქუთაისის დავით აღმაშენებლოს საერთაშორისო აეროპორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა და აეროპორტმა პირველი ავიარეისიც მიიღო, რომელიც უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა შესრულა.
საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლოს საერთაშორისო აეროპორტი ერთგვარი ჰაბი გახდება, საიდანაც ავიაკომპანიები იფრენენ, როგორც ევროპის ასევე აზიის მიმართულებით. როგორც აეროპორტის გახსნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აეროპორტი გამოყენებული იქნება ერთგვარ ცენტრად, საიდანაც სხვადასხვა საერთაშორისო ავიაკომპანიები აზიისა და ევროპის მიმართულებით იფრენენ.
პრეზიდენტის განმარტებით, თანდათანობით აეროპორტის დატვირთვა გაიზრდება და მგზავრთნაკადის გაზრდის შემდეგ მისი გაფართოება გახდება საჭირო. პრეზიდენტის გათვლებით ეს 2-3 წელიწადში იქნება გარდაუვალი.
სააკაშვილის განმარტებით, მალე ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაიწყება, იმავდროულად მისი გაეროში ყოფნისას, ის შეუთანხმდა რამდენიმე ქვეყნების პრეზიდენტს რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართულებით მგზავრთნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება.
პრეზიდენტმა უკვე დაანონსა, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლოს საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები შესრულდება ბრიუსელის, თელ-ავივის, მინსკს მიმართულებით, გაიზრდება ასევე კიევის მიმართულებით რეისების რაოდენობაც.
ახალ აეროპორტში ავიარესიები კიევის საბაზო აეროპორტიდან (ჟულიანი) კვირაში სამჯერ განხორცელდება. როგორც ცნობილია, კიევი-ქუთაისის რეისსზე ბილეთების ღირებულება 22 ევროდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Wizz Air-მა თბილისი-კიევის მიმართულებით რეისების შესრულების ნებართვა 2008 წელს მიიღო, თუმცა რეისების განხორციელება არ დაუწყია.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ გარდა Wizz Air-ისა, 2012 წლის ბოლოდან ქუთაისიდან ფრენებს განახორციეებენ "ბელავია" და "სიბირი".
შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი გახსნა. სააკაშვილი თავად მართავდა "სესნას" ტიპის თვითმფრინავს, რომელიც ახლად გახსნილ ასაფრენ ზოლზედაც თავად დასვა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, მთავარია, რომ ამ აეროპორტით სარგებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია დაბალტარიფებიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა, როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის. ქუთაისის აეროპორტი იქნება ყველაზე დაბალი ტარიფების და მაღალი სტანდარტების სერვისის მქონე აეროპორტი მთელ ამიერ კავკასიაში. ის აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანავიგაციო და მეტეოსისტემებით.