Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკემბერგი რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ცნობილი მილიარდერის ვიზიტი მოსკოვში 1-ლი ოქტომბრისთვის იგეგმება.
უკვე დაგეგმილია ცუკემბერგის შეხვედრა რუსეთის პრემიერ დიმიტრი მედვედევთან.
ცუკემბერგი ხშირად ხშირად აღნიშნავს, რომ რუსეთი სოციალური ქსელის გაფართოებისთვის საინტერესო ბაზარია. ცუკემბერგის ვიზიტის დეტალები და პროგრამა ამ დროისთვის არ გამოქვეყნებულა.
აღსანიშნავია, რომ თავად დიმიტრი მედვედევი სოციალური ქსელების ინტენსიური მომხმარებელია, მას Twitter-სა და Facebook-ზე საკუთარი გვერდი აქვს.