„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები მაღალმთიან აჭარაში დასკვნით შეხვედრებს მართავენ.
გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და სტუდენტთა სასწავლო დაფინანსების გაზრდაზე გაამახვილეს.
თარგამაძის განცხადებით, ლაზიკას მშენებლობაში ერთი მილიარდი ლარის ჩადების ნაცვლად უმჯობესია მოხდეს აღნიშნული თანხის მიზნობრივად გამოყენება და მოხმარდეს ენერგეტიკის გამოსყიდვას.
„ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ძალზედ მნიშვნელოვანია აჭარის მცხოვრებლების გადაწყვეტილება და მე იმედი მაქვს, რომ პირველ ოქტომბერს აჭარლები სწორ და გააზრებულ არჩევანს გააკეთებენ"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ და შეკრებილებს აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.