"ცესკომ შეზღუდა მედიის დასწრება საარჩევნო უბნებზე. Aარ იფიქროთ ამით რამეს მიაღწევენ", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გურჯაანში ადგილობრივებთან შეხვედრისას.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ მოახერხებს.
,,ჩვენ ჩვენი კამერები გვაქვს, ჩვენი დამკვირვებლები გვყავს, ყველაფერი კარგად გვაქვს აწყობილი. ერთ ხმას ვერ მოიპარავენ ისე კარგად გვაქვს აწყობილი ყველაფერი. ისეთი გამწარებულები არიან აღარ იციან სად შეყონ თავი და აღარაფერს აღარ უყურებენ. აღარც უცხოელს, აღაც მონიტორს, არავის აღარ ერიდებიან. ,,გაჭირვებული ხავს ეკიდებოდა" _ ეს კაცი არაფრით არ ჩერდება არც ერთი ლიტერატურული გმირი ასეთი არ მინახავს. Kკაცს ამდენი სიცრუე ეთქვას, ამდენი ძალადობა გამოეჩინოს ამდენი ხალხი აწამეს, მოკლეს და კიდევ გამოდის და აღმშენებლად გვევინება, დანგრია, გაანადგურა ყველა სოფელი და მაინც ცდილობს როგორმე დარჩეს და შეინარჩუნეს ძალაუფლება", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ფოტო/ვიდეო გადაღება საარჩევნო უბნებზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.
ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განაცხადებით, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის მანძილზე - სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ისე რომ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.
გადაღების პერიოდად დაშვებულია უბანში პირველი ამომრჩევლლის მისვლიდან ბოლო ამომრჩევლამდე პერიოდში, ასევე და შემაჯამებელი მის დამტკიცებამდე საჭირო დროით. საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებას 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.