დღეს, 26 სექტემბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, ქალაქ სტრასბურგში, ევროსაბჭოს წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქომაგი-სტრასბურგი" ორგანიზებით ტარდება აქცია სახელწოდებით "სისტემა კლავს".
"ქომაგი-სტრასბურგი" სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს, ციხეში განვითარებული საზარელი მოვლენებისა და პატიმრების არაადამიანური ცემისა და წამების ფაქტების გამო.
"ქომაგი-სტრასბურგი" აქციაზე წარმოადგენს პატიმრების წამების ამსახველ დოკუმენტურ ვიდეო- და ფოტომასალას და საშუალებას აძლევს საქართველოსგან შორს მყოფ ადამიანებს, ევროსაბჭოს დეპუტატებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს რეალურად დაინახონ დღვანდელი საქართველოს გაუსაძლისი რეალობა, რომელიც სააკაშვილისა და მისი გუნდის მმართველობის შედეგია. აქციაზე მოსულ ადამიანებს საშუალება მიეცემათ დაინახონ, თუ როგორ ითელება საქართველოში ადამიანის ღირსება და იზღუდება სიცოცხლის უფლება.