დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორგანი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განმარტებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილს. დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ჩანიშნულია ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნასაც დაესწრება, რომელიც 27 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
კალანდაძის განმარტებით, უნგრეთის დელეგაციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.