პირველივე შემთხვევა, რაზეც ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ არის ის, რომ გავათავისუფლეთ ორი მინისტრი. ეს ცუდი მაგალითი იყო იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც საქართველოს კარგად ყოფნა არ უნდათ და ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს ეს ნაწილი სწორი მიმართულებით განვითარდება, - ამის შესახებ გაეროს 67-ე გენერალურ ასამბლეაზე სირტვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თმით, გაერთიანებული ერების ინსტიტუტი შექმნილია იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ამის მსგავსი საფრთხეები და რომ დავრწმუნდეთ, რომ არასდროს იქნება იმის შესაძლებლობა რომ დაიჩაგრონ პატარა ქვეყნები როგორც პატარა თევზები დიდი ზვიგენების მიერ.
"თუ საქართველო გადარჩება და წავა წინ, ჩვენი ადამიანები არასოდეს მოისურვებენ უკან დაბრუნებას, და მე აქ ვარ რომ გავაკეთო ეს სწორი სიგნალები, იმ შიშებისა და საფრთხეების მიუხედავად რაც არსებობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.