„ქართული ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალადობის შეჩერებას სთხოვს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე სოზარ სუბარმა განაცხადა, სამი დღეა ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს. მისივე განცხადებით, 21 სექტემბრიდან დღემდე დაკავებულია".
ქართული ოცნების" 60-ზე მეტი აქტივისტი და ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის რამდენიმე ათეულ შემთხვევას.
მხარდამჭერებისა და აქტივისტების დაკავების ფაქტებზე ისაუბრეს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, დავით ონოფრიშვილმა, თინათინ ხიდაშელმა და სოსო ვახტანგაშვილმა. მათ საგანგაშო უწოდეს ბოლო დღეებში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და აღნიშნეს, რომ უმეტეს შემთხვევაში იჭერენ საარჩევნო კომისიის წევრებს, რომელთა ჩანაცვლებაც სხვა პირებით დაუშვებელია.