აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. წელს აშშ-ს პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მომხდარი ცვლილებების შესახებ ისაუბრებს, ასევე გაამახვილებს ყურადღებას მუსულმანურ ქვეყნებში მიმდინარე დემონსტრაციებზე, რომლებიც აშშ-ში გადაღებულმა ანტიმუსულმანურმა ფილმმა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ობამას სიტყვის ნაწილში, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის პრესსამსახურმა ადრე გამოაქვეყნა, უწესრიგობებს, რომლებშიც იწვებოდა აშშ-ს დროშები ბარაკ ობამამ გაეროს საბაზისო იდეალებზე თავდასხმა უწოდა.
თავის გამოსვლაში, ობამა ასევე აღნიშმავს, რომ აშშ კვლავინდებურად შეეწინააღმდეგება ირანის ნებისმიერ მცდელობას შექმნას ბირთვული იარაღი.