"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-აგვისტოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაანალიზებით ირკვევა, რომ განსაკუთრებით დიდი ზრდაა ექსპორტში. 2009 წლის იანვარ-აგვისტოთან შედარებით ზრდამ 113 პროცენტი შეადგინა.
იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6649 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. "საქსტატის" ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტმა 1552 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 5096 მლნ. აშშ დოლარი(16 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის ეროვნული უწყების ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აგვისტოში 3544 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.