ENG / RUS       12+

ელენე თევდორაძე: თუ შესაბამისი მტკიცებულებები ექნებათ, ბაჩო ახალაია უნდა დაისაჯოს

რესპოდენტის შესახებ

18 სექტემბერს გლდანის საპყრობილეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა არ ცხრება, პირიქით, უფრო მძაფრდება. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ქვეყანაში და მოაგვარებს თუ არა ახლად დანიშნული სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი ტუღუში სისტემაში არსებულ პრობლემებს - ამ თემებზე "ჯი-ეიჩ-ენს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ესაუბრა.

_ რას ფიქრობთ გლდანის საპყრობილეში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, როგორია თქვენი დამოკიდებულება?

_ ოთხი წელია, რაც პოლიტიკურ პროცესებს გამოვეთიშე, ამიტომ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, თუ რა ხდებოდა ჩემი მუშაობის დროს სისტემაში. ვწუხვარ, თორმეტი წელი, რომელიც პარლამენტში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე მუაშობას დვუთმე, პრაქტიკულად, წყალში ჩაიყარა. შევარდნაძის დროს სასჯელაღსულების სისიტემაში არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. იყო ცემა, ფულის გამოძალვა, ელექტროშოკი, რომელიც ძირითადად წინასწარი დაკავების საკნებში ხდებოდა. ამიტომ მსჯავრდებულები ყოველთვის მთხოვდნენ, სასწრაფოდ გადაგვეყვანა ზონაში. თუმცა "ზონაზეც" მძიმე სიტუაცია იყო. ციხეებს ვერ მართავდა ხელისუფლება, მათ ქურდული სამყარო განაგებდა.

_ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი ფაქტები ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ. ანალოგიური თუ ხდებოდა სისტემაში თქვენი მუშაობის პერიოდში?

_ იმ პერიოდში, როცა საპატიმროებში შესვლის შესაძლებლობა მქონდა, ანალოგიური ორი ფაქტი მახსენდება, თუმცა მაშინ პატიმრების წამება ხორციელდებოდა არა ციხის ადმინისტრაციისგან, არამედ ქურდული სამყაროსგან. ამის შესახებ პროკურატურას მაშინვე ვაცნობე და პირები, რომლებიც მსჯავრდებულების წამებაში მონაწილეობდნენ, დაისაჯნენ.

_ საზოგადოების უმრავლესობა შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, მართებულია ხალხის მოთხოვნა ახალაიას გასამართლების შესახებ?

_ უდანაშაულობის პრეზუმფცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს, თუნდაც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში. პროკურატურას, ან თუნდაც ახალაიას უწყების თანამშრომლებს, თუ მის დასასჯელად შესაბამისი მტკიცებულებები ექნებათ, ბაჩო ახალაია უნდა დაისაჯოს.

_ გლდანის ციხეში გადაღებული ვიდეომასალის გავრცელებას საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა. სტუდენტები პროტესტის ნიშნად და ახალაიას გასამართლების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია პროცესების ესკალაცია და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

_ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი როდესაც ვიყავი, ჩემი მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებების დაცვა იყო. ძირითადად, სულ ჟვანიას გვერდით ვიყავი. მას შემდეგ, რაც ზურაბი გარდაიცვალა თუ მოკლეს, მეც დანარჩენებთან ხალხის გვერდით აღმოვჩნდი. აქტიურად არ ვერეოდი პარტიულ მუშაობაში, მიმაჩნდა, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივი იყო ადამიანის უფლებების დაცვა.

_ თქვენ როგორ ხედავთ სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი პრობლემების მოგვარების საკითხს და ზოგადად, მოცემული სიტუაციიდან გამოსავალს?

_ გიორგი ტუღუშს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას თუ მისცემენ, მაშინ ის სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ სიტუაციას დაალაგებს.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .