პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველომ წელს ყველაზე კარგი რთველი ჩაატარა.
"წელს ჩვენ ვიყავით ყველაზე მომზადებულები და ყველაზე კარგი ხარისხის ყურძენი მივიღეთ წელს. ყველაზე კარგად წელს ავღჭურვეთ ღვინის ქარხნები, მათ შორის სახელმწიფო ღვინის ქარხანა",- განაცხადა პრრემიერ-მინისტრმა. მანვე გურჯანიის მოსახლეობას მიმართა დაურეკონ ახლობლებს, მეგობრებს და შეაწყობინონ, რომ 2012 წლის ღვინო არის ყველაზე საუკეთო და მისი დალევა თავისულად შეიძლება.
"ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, და ყოველი მომდევნო წელი იქნება არანაკლები ვიდრე წლევანდელი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართული სოფელი დადგეს ფეხზე"- განაცხადა ივანე მერაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ 2013 წლის მაისისთვის მთელს საქართველოში და ყველა სოფელში იქნება უფასო ინტერნეტი.