ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასები მცირდება.
"ასევე შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით. ყოველივე ამან გავლენა მოახდინა საქართველოს ბაზარზე და საცალო ქსელში საწვავის ფასები შემცირდა 3-7 თეთრით ლიტრაზე"- განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
დღეისათვის ქვეყნის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს:
სუპერი ტიპის ბენზინი - 2.33 ლარი/ლიტრაზე; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2.26 - 2.28 ლარი/ლიტრაზე; ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი - 2.12 - 2.17 ლარი/ლიტრაზე; რეგულარი ტიპის ბენზინი - 2.12 ლარი/ლიტრაზე; ევრო დიზელი - 2.30 - 2,33 ლარი/ლიტრაზე; დიზელი (ლ-62) - 2.10 - 2.15 ლარი/ლიტრაზე.