სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 369 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 24 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 179 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 12 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 91 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6649 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. "საქსტატის" ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტმა 1552 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 5096 მლნ. აშშ დოლარი(16 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის ეროვნული უწყების ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აგვისტოში 3544 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.